ამერიკული როკ-ჯგუფი, Red Hot Chili Peppers ახალი ალბომითა და ტურნეთი ბრუნდება. ამის შესახებ კოლექტივმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა.
Red Hot Chili Peppers მსოფლიო ტურნე სახალისო ვიდეოთი დააანონსა
მე-12 ალბომი სახელად Unlimited Love, 1-ელ აპრილს გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული სიმღერები გიტარისტ, ჯონ ფრუშანტესთან ერთად არის შესრულებული. პირველი სინგლის სახელწოდება Black Summer იქნება.
„ჩვენი ერთადერთი მიზანი მუსიკაში დაკარგვაა, ათასობით საათს ვატარებთ ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ და დავხვეწოთ ჩვენი შესაძლებლობები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯგუფის ბოლო ალბომი The Getaway 2016 წელს გამოვიდა.