საკულტო ამერიკულმა ჯგუფმა Red Hot Chili Peppers ახალი სიმღერა „Dark Necessities“ გამოუშვეს. სიახლე სადებიუტო ნამუშევარი გახდა ახალი ალბომისთვის „The Getaway“, რომლის რელიზიც 17 ივნისს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის უკანასკნელი დისკი „I’m with You“ 2011 წლის აგვისტოში გამოვიდა და Billboard 200-ის მეორე ადგილზეც განთავსდა. მარტო ამერიკაში ალბომის 550 ათასი ეგზემპლარი გაყიდა და კრიტიკოსთა კეთილგანწყობაც დაიმსახურა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Red Hot Chili Peppers ახალ მასალაზე მუშაობდა, კოლექტივის წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.