Red Hot Chili Peppers-მა სიმღერაზე „Sick Love“ ვიდეო გამოაქვეყნა. კლიპში, რომელიც ანიმაციურ სტილშია გადაღებული, ახალგაზრდა მამაკაცი ჰოლივუდის დასაპყრობად ემზადება.
სიახლე ჯგუფის რიგით მეთერთმეტე ალბომის „The Getaway“ ოფიციალური სინგლია, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 17 ივნისს გამოვიდა და Billboard 200-ის მეორე პოზიციაზე განთავსდა.
ალბომმა მუსიკალური პრესის მაღალი შეფასებები მიიღო.