LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეჟიმი იქამდეც მივა, რომ „ფეისბუკზე“ სტატუსის გამო დაიწყებენ ადამიანების დასჯას… ეს პროტესტი თუ დამარცხდება, „დემოკრატია“ და „სიტყვის თავისუფლება“ სალანძღავი სიტყვა გახდება…“ – პაატა მანჯგალაძე

137
პაატა მანჯგალაძე

„ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ საქართველოს გადარჩენისთვის, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს ბოლომდე ბრძოლას. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ, ოპოზიცია საქართველოს გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებს:

„ვიცით, რეჟიმი იქამდე მივა, რომ უბრალოდ, „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო დაიწყებენ ადამიანების დასჯას და დევნას. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ საქართველოს გადარჩენისთვის, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა ხელისუფლების მიმართ სანქციების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მანჯგალაძის განცხადებით, „დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაც სალანძღავი სიტყვა გახდება ამ ქვეყანაში ლიბერალიზმთან ერთად, თუ ეს მოძრაობა დამარცხდება“:

„თუმცა, როგორც არსებობს დემოკრატი ქვეყნების კლუბი, ასევე არსებობს ავტოკრატი ქვეყნების და ლიდერების კლუბი. ავტოკრატი ქვეყნების ლიდერების კლუბი „ქართულ ოცნებას“ ეხმარება. შემთხვევითი არ არის მათი დაახლოება პუტინთან, ირანთან და ჩინეთთან. ჩვენ დღეს რა რეალობაშიც ვართ, ესეც სანატრელი გაგვიხდება, თუ ეს საპროტესტო მოძრაობა დამარცხდება. პირდაპირ გეტყვით, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაც სალანძღავი სიტყვა გახდება ამ ქვეყანაში ლიბერალიზმთან ერთად, თუ ეს მოძრაობა დამარცხდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროფესიის ადამიანის პროტესტი:

„ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, ისინი მსახიობები არიან. პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა შთამბეჭდავია და ძალიან ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g