საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, უნივერსიტეტის პედაგოგი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.
ალექსანდრე რეხვიაშვილი გახლდათ მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი (1979), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“, 1990), ღირსების ორდენის კავალერი (1998), მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“, 2007).
ალექსანდრე რეხვიაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.