LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟისორი გუგული მგელაძე გარდაიცვალა

264

29 ნოემბერს ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გუგული მგელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

გუგული მგელაძე ავტორია ისეთი ცნობილი ფილმების, როგორიცაა: “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, “ბურთი და მოედანი”, “გაჭედილები (ენკი-ბენკი)”, “ბაგრატიონი”, “ძახილი”, “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”, “ცისკრის ზარები”, “განთიადი”, “არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ”…
გუგული მგელაძემ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტები, იყო საქართველოს სახალხო არტისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g