ჩეხი რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური საინფორმაციო სააგენტო CTK ავრცელებს.
რეჟისორის მეუღლის განცხადებით, მილოშ ფორმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში პარასკევს ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
მილოშ ფორმანი 1932 წლის 18 თებერვალს ჩეხეთში, ქალაქ ჩასლავში დაიბადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1968 წელს „პრაღის გაზაფხულის“ შედეგ დაწყებული კომუნისტური წმენდის შემდეგ გადასახლდა.1970 წელს ის ამერიკის მოქალაქე გახდა. მილოშ ფორმანი არის ისეთი ფილმების რეჟისორი, როგორიცაა „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ და „ამადეუსი“.