LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეჟისორმა ინსტაგრამზე მიპოვა.. თურქული ენა გადაღებებზე ვისწავლე“ – როგორ გახდა ნანუკა სტამბოლიშვილი თურქული სერიალის ვარსკვლავი

249
BeFunky-collage123412 3 4sdf

ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. მსახიობმა, რომელმაც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ქართველ მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა, გადაცემაში „კულინარიული დუელი“ მისი თურქეთში სამსახიობო კარიერის დასაწყისზე ისაუბრა.

„რეჟისორმა ინსტაგრამზე მიპოვა, აქედან მოხდა ჩვენი გაცნობა და შემდეგ უკვე მიმიწვიეს. თურქული ენა გადაღებების პროცესში ვისწავლე, პირველი სეზონის დასასრულს უკვე თავისუფლად ვლაპარაკობდი თურქულად.

მანამდე კი ძალიან გამიჭირდა.. გადაღებების დროს ერთადერთი ვიყავი, ვინც თურქული არ იცოდა, არც თარჯიმანი მყავდა“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.

წამყვანის კითხვაზე, თურქეთში ყოფნისას გრძნობს თუ არა, რომ ვარსკვლავია, ნანუკა პასუხობს: „კი, თურქები ისეთივე თბილები არიან, როგორც ჩვენ, ქართველები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g