LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-მდე შემცირდა

56

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.5 პროცენტამდე შეამცირა. ამის შესახებ გადაწყვეტლება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო.

როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი.პროგნოზის შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალო¬ვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს.

აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 0.9 პროცენტამდე შემცირდა, რაც შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საბაზო ეფექტის ამოწურვას. სუსტი ერთობლივი მოთხოვნა ინფლაციაზე ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მომდევნო კვარტალებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება.

ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებას და შედეგად ინფლაციის მიზნობრივი  მაჩვენებელთან დაახლოებას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა და ფისკალური სტიმული. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის  შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

mazda magti 5g