LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის

96
iusticiis saxli

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, რეგიონებში, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი არ არის, ე.წ. მობილური იუსტიციის სახლი ივლის. აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა POSTV-ის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება და მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ადგილზე გაუწევს.

„გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები, რათა თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს შშმ პირებს ხელს შეუწყობს, მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის გახსნა გარდაბანსა და წყალტუბოში იგეგმება. ასევე დაგეგმილია რეგიონებში დამატებით კიდევ სამი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაც.

magti 5g