LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგისტრირებული მიწის მფლობელი აგროდაზღვევის ბენეფიციარები უკეთეს დაფინანსებას მიიღებენ

85

სახელმწიფოს მხრიდან მეტ თანადაფინანსებას მიიღებს აგროდაზღვევის ის ბენეფიციარი, რომელსაც მიწა დარეგისტრირეგული აქვს. შესაბამის წამახალისებელ მექანიზმს აგროდაზღვევის სახელმწიფო ახალი პროგრამა ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ დღეს დაამტკიცა.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განმარტებით, თუ პირობითად, სახელმწიფოს მხრიდან არის თანადაფინანსების 60%-იანი განაკვეთი, რეგისტრირებული მიწის დაზღვევისას ბენეფიციარი თანადაფინანსების სახით, 10%-ით მეტს მიიღებს და აგროდაზღვევის გადასახადი 70%-ით სახელმწიფოს მხრიდან დაუფინანსდება.

გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით განისაზღვრა.

სოფლის მეურენობის მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, სახელმწიფოს 9 მილიონი ლარის ათვისება არ დასჭირდება და ბიუჯეტი კორექტირდება, გამოთავისუფლებული თანხა კი სხვა აგრარული მიმართულებებით გადანაწილდება.

“აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი 2014 წლის სექტემბერში დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დადგენილი იყო ერთწლიანი საპილოტე ვადა, ის სამ თვეში შევაჩერეთ და დავიწყეთ სახელმწიფო პროექტი. მან მიიღო სრულფასოვანი ფორმა და მასში ჩართული იყვნენ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან და სხავდასხვა დონორი ორგანიზაციიდან. გაანალიზდა გასული პერიოდის შედეგები და შესაბამისი კორექტირება შევიდა პროექტში,” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები