LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეგუსი” თბილისში ახალ ბიზნესცენტრს ხსნის

132

სერვის ოფისების უმსხვილესი პროვაიდერი, ბრიტანული კომპანია „რეგუსი” თბილისში ახალ, რიგით მეორე ბიზნესცენტრს ხსნის. ღონისძიება 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას N71-ში გაიმართება. რეგიონალური მენეჯერის, რუსკა ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას ახალი ბიზნესცენტრი კომფორტული და მოსახერხებელი ლოკაციით გამოირჩევა.

„პირველი A კლასის ბიზნესცენტრი თავისუფლების მოედანზე 2017 წლის 22 მაისს გაიხსნა, რამაც მომხმარებლის დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. ვაჟა-ფშაველას ახალი ბიზნესცენტრიც ბიზნესზე მორგებული, კომფორტული და მოსახერხებელი ლოკაციით გამოირჩევა. ცენტრის მიმდებარედ მდებარეობს მეტროსადგური, ბანკები, კაფეები, სავაჭრო ცენტრი და რეკრეაციული ზონები.

მუდმივი კვლევების საფუძველზე რეგუსი” მაქსიმალურად ახდენს ადაპტირებას თანამედროვეობასთან და ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს, რათა მათ იდეალური სამუშაო გარემო შესთავაზოს.

საუკეთესო სერვისი, კომფორტული ავეჯით მოწყობილი ოფისები, მარტივი ონლაინხელშეკრულება და გადახდის პირობები, მოქნილი ვადები, თანამედროვე და დაცული IT ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები, გლობალურობა  და მობილურობა – სწორედ ეს პირობები ქმნის პროდუქტიულ სამუშაო გარემოს “რეგუსის” ორი მილიონზე მეტი წევრისათვის. მომხმარებელს სრულ სერვისსა და კომფორტს კომპანია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანასა და 900-ზე მეტ ქალაქში სთავაზობს.“- აღნიშნა რუსკა ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, “რეგუსი” მსოფლიო ბაზარზე 1989 წლიდან ოპერირებს, ქართულ სავაჭრო სივრცეს კი წელიწადნახევრის წინ შემოუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g