რეი BRIT Awards-ზე იმღერებს. არტისტი დაჯილდოების ბოლო პერფორმერად დასახელდა.
რეი წლევანდელი BRIT Awards-ის ნომინანტიცაა. მუსიკოსი ორ ნომინაციაშია წარდგენილი.
ამრიგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაჯილდოების სცენაზე მუსიკალური ნომრებით ასევე წარდგებიან: ოლივია დინი, მარკ რონსონი, ჰარი სტაილზი, როსალია, ალექს უორენი, Sombr, Wolf Alice და HUNTR/X.
რეის დებიუტი ,,ბრიტსზე” 2024 წელს შედგა. მაშინ, ის დაჯილდოების ტოპ ნომინანტად და ტრიუმფატორად იქცა. იმავე წელს ვიხილეთ სცენაზე მისი სადებიუტო პერფორმანსიც.
RAYE-ის ახდენილი ოცნება – მომღერლის გზა ისტორიულ გამარჯვებამდე
შეგახსენებთ, რომ BRIT Awards 28 თებერვალს, მანჩესტერში გაიმართება. შოუს ზედიზედ მეექვსედ, ჯეკ უაიტჰოლი გაუძღვება.