LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეიფ ფაინსისა და ჟულიეტ ბინოშის ემოციური შეხვედრა ფილმის „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოსვლიდან 32 წლის შემდეგ

133
რალფ ფაინსისა და ჟულიეტ ბინოშის ემოციური შეხვედრა ფილმ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ გამოსვლიდან 32 წლის შემდეგ

90-ანი წლების ყველაზე პოპულარული წყვილი, რალფ ფაინსი და ჟულიეტ ბინოში ეკრანზე დაბრუნდა. ახალ ფილმში „ოდისეა“, ისინი ერთად მონაწილეობენ. ეს გახლავთ რეჟისორ, უმბერტო პაზოლინის ახალი ისტორიული დრამა, რომელიც ჰომეროსის პოემის მიხედვით გადაიღეს.

ამ ფილმს სალონიკის კინოფესტივალზე სპეციალური საღამო მიეძღვნა, ფილმი ჯერ აუდიტორიის წინაშე აჩვენეს, შემდეგ კი სპეციალური პრეს-ლანჩი მოეწყო, რომლის ბოლოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ბინოში და ფაინსი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. ბინოშისა და ფაინსის ემოციური კადრები გულგრილს ვერავის დატოვებს. მსახიობები 90-იან წლებში ორ საკულტო პროექტში მონაწილეობდნენ და უდიდესი წარმატებაც ჰქონდათ. ეს გახლავთ 1992 წლის ფილმი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“. ასევე ამავე წელს გადაღებული დრამა „ინგლისელი პაციენტი“, რომელმაც 9 „ოსკარი“ აიღო.

მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ცნობილი რომანის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ეკრანიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები