თითქმის ოთხი თვის შემდეგ, რაც რეიმ მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი – Where Is My Husband! წარადგინა, არტისტმა როგორც იქნა ნანატრი მეორე სტუდიური ალბომის დეტალები გაამხილა.
ახლახან, ინგლისელმა შემსრულებელმა ოფიციალურად დააანონსა, რომ დისკი სახელწოდებით – This Music May Contain Hope , რომელიც 17 სიმღერას აერთიანებს, გაყიდვაში 27 მარტს ჩაეშვება.
მომღერლის თქმით, ,,ფირფიტა მსმენელს ადამიანური ემოციების სრულ სპექტრს გააცნობს”.
აღსანიშნავია, რომ ლონგფლეის მხარდასაჭერად, მუსიკოსმა 22 იანვარს ტურნე დაიწყო. This Tour May Contain New Music 20 მაისამდე გასტანს და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ რეის კარიერა სტარტს 2014 წლიდან იღებს, თუმცა ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი 2020-იანებში გახდა. სადებიტო ალბომი – My 21st Century Blues მომღერალმა 2023-ში გამოუშვა, 2024-ში კი BRIT Awards-ის ისტორიაში პირველი არტისტი გახდა, რომელმაც ერთდროულად ყველაზე მეტი ნომინაცია და ჯილდო მიიღო.
RAYE-ის ახდენილი ოცნება – მომღერლის გზა ისტორიულ გამარჯვებამდე