რეინჯერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერმა ბესო ასათაშვილმა პარკის ცხვარიჭამიის უბანზე ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინა. სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რის შემდგომაც სამართალდამრღვევის შვილმა რეინჯერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბესო ასათაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაში გადაიყვანა.
” სასტიკად ვგმობთ მომხდარ ფაქტს და მოვუწოდებთ საზოგადოებას, პატივი სცენ რეინჯერის საპასუხისმგებლო პროფესიას. ისინი ჩვენი ქვეყნის საგანძურს იცავენ. დაცული ტერიტორიების სააგენტო კანონის ფარგლებში იმოქმედებს, საქმის შესახებ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.