LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეისების რაოდენობის ზრდა მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა – მარიამ ქვრივიშვილი

82
mariam-qvrivishvili-vizi

2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76 052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მგზავრთნაკადისა და რეისების რაოდენობის ზრდა მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა, რომელიც ფრენების გეოგრაფიის გაფართოებისკენ, ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებისკენ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და არსებული მიმართულებების გაზრდისკენ არის მიმართული.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g