LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეისი თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით შესრულდა – საქართველოში 166 მგზავრი ჩამოფრინდა

60
1586682859-1586337413-ჯორჯიან-ეარვეის-აირზენა

ისრაელში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, დაგეგმილი რეისი თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით შესრულდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავით საქართველოში 166 მგზავრი ჩამოფრინდა.

„ჯორჯიან ეარვეისი“ კვირაში ხუთჯერ დაფრინავს ისრაელში. დღევანდელი რეისი იყო დაგეგმილი. განხორციელდება წუთი წუთში. ჩამოფრინდა ზუსტად 01:00 საათზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაღალპროფესიონალ მფრინავებს, ხომალდის მეთაურებს და ტექნიკურ სამსახურს, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ამოცანა შევასრულოთ წარმატებით. გუშინ იყო ფრენების საშიშროება, ბენგურიონის აეროპორტი დაიკეტა და არ ვიცოდით, დღეს შევძლებდით თუ არა ფრენის განხორციელებას, მაგრამ ყველას სასიხარულოდ, გაიხსნა აეროპორტი და აღდგა ფრენები. ისრაელში ჩვენმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ ფრენა არის უსაფრთხო. ჩვენ მიერ უსაფრთხოების ყველა ზომა შემოწმდა და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ჩვენს მგზავრებს და ხომალდს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, განხორციელდა წარმატებით რეისი.

ჩამოვიდა ბორტის ხელმძღვანელი, მგზავრები, ყველანი კმაყოფილები არიან და ყველაფერი დროზე და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა. აქედან გაფრინდა დღეს 17 მგზავრი, ისრაელიდან ჩამოფრინდა 166 მგზავრი“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g