LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეისზე დაგვიანებულმა უკმაყოფილო მგზავრმა განაცხადა, რომ ბორტზე ბომბი იყო

123
t_058a1f9c99064e888176457ac11e3f55_name_LAX_BOMB_THREAT_transfer_frame_147

ავიაკომპანია JetBlue-ს რეისზე დაგვიანებულმა უკმაყოფილო მგზავრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერება ყოფილიყო. ინფორმაციას ამის შესახებ Fox5 ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ლაინერი ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით გაფრინდა. პოლიციამ ოპერატიული ზომები მიიღო და აფეთქების საშიშროების შესახებ ბორტის წევრები გააფრთხილა. შემოწმების შემდეგ ვერც საბარგულში და ვერც სალონში ვერანაირი ბომბი ვერ ნახეს.

დაგვიანებული მგზავრი დააკავეს და მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. თუმცა, მან უკვე აღიარა, რომ ასეთი ტყუილი რეისზე დაგვიანების გამო, გულდაწყვეტილმა თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები