თურქეთის პრეზიდენტი 23 იანვარს რუსეთს ეწვევა და ქვეყნის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
თურქეთის ლიდერის თქმით, ის რუს კოლეგას პირისპირ შეხვდება.
მოგვიანებით იგეგმება თურქეთ-ირანისა და რუსეთის სამმხრივი სამიტი, რომელშიც მონაწილეობას ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც მიიღებს. თუმცა, სამი ლიდერის შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.