LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკლამები დღეიდან ნაკლებად შეგაწუხებთ

97

დღეიდან სატელევიზიო რეკლამები ნაკლებად შეგაწუხებთ – ამას კი კანონი დაარეგულირებს, რომელიც ძალაში დღეს შევიდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-13 პუნქტის, თანახმად, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ. 

კანონი ყველა მაუწყებელზე ვრცელდება, თუმცა რადიობში ამ ხანგრძლივობის ახალი ამბების გამოშვება არ არსებობს, შესაბამისად ის პრაქტიკაში მხოლოდ ტელევიზიებზე გავრცელდება.

ამავე კანონის ძველი რედაქციით, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ანტელეშოპინგით შეიძლება შეწყვეტილიყო არაუმეტეს 15  წუთში ერთხელ.

ამავე კანონში ვკითხულობთ, რომ

“საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით ან ტელეშოპინგით არ შეიძლება შეწყდეს, ხოლო საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ”

თუმცა, დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება. დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 10%-ს.

magti 5g