კედელზე ობი და სოკო, დაორთქლილი ფანჯრები და სველი კედლები, ქრონიკული ბრონქიტი ბავშვებში, სხვადასხვა ვირუსი, ალერგია, უძილობა, თავის ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა – თუ ეს პრობლემები გეცნობათ, მაშინ უნდა გაეცნოთ ინფორმაციას ინოვაციური სავენტილაციო და ჰაერის სითბოს აღმდგენი აგრეგატის ანუ რეკუპერატორის შესახებ, რომელიც უმოკლეს დროში მოაგვარებს ყველა ამ პრობლემას.
ზურა დოლენჯაშვილი, კომპანიის „ეკო ბინა“ დამფუძნებელი:
– საცხოვრებელ ფართში ნესტის, ობისა და სოკოს გაჩენის ერთადერთი მიზეზი არასწორი ვენტილაციაა. მარტივად რომ ავხსნათ, ბანაობის, საჭმლის მომზადების, გაუთოების, სახლში სარეცხის გაშრობის დროს ვასველებთ ჰაერს, ანუ ჰაერში ტენიანობის შემადგენლობა იმატებს. 40-დან 60%-მდე ნორმად ითვლება, მაგრამ თუ 60%-ს ასცდება, გვაქვს სველი და თბილი ჰაერი ზამთრის პირობებში, რომელიც ცივ ზედაპირზე კონდენსირდება წვეთებად და სწორედ ეს იწვევს კედლების დაობებას, რადგან სველი ჰაერი დიდი ხნის განმავლობაშია კედელთან გაჩერებული. როგორც კი ვენტილაციის საშუალებით ამ ტენიან ჰაერს გარეთ განვდევნით და მას მშრალი, სუფთა ჰაერით ჩავანაცვლებთ, პრობლემა მომენტალურად გვარდება. ამ საქმეში რეკუპერატორი საუკეთესო დამხმარეა. უკვე 9 წელია, რაც ამ მოწყობილობას ვამონტაჟებთ და ჯერ არცერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყოლია.
– ჰაერის გასაწმენდად რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ ფანჯრის გამოღება, რატომ უნდა მოვიშველიოთ რეკუპერატორი?
– მაგალითად, პირობითად, როდესაც ღამით -5 გრადუსია და შინ გვაქვს +23 გრადუსი, ფანჯრის გაღებისთანავე ჟანგბადი კი შემოდის, მაგრამ მას სიცივეც მოჰყვება. ამ დისკომფორტის გამო ფანჯარას დიდი ხნით ღიას ვერ ვტოვებთ, შესაბამისად, ტენიანი ჰაერი ვერ ასწრებს გარეთ გასვლას. ანუ ორპირი ქარის ეფექტი უნდა შევქმნათ ცუდი ჰაერის გარეთ განსადევნად.
– როცა არც ფანჯრის გამოხსნაა ეფექტური და დიდად არც ბინის სავენტილაციო სისტემა გვეხმარება ჰაერის გაწმენდაში, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ჭარბი ტენისა და უჟანგბადობის გამო?
– დავიწყოთ იმით, რომ ეს პრობლემები ვიზუალურად ჩანს – კედელი შავდება, შპალერი ძვრება, დგება უსიამოვნო სუნი. კედლებზე გაჩენილი სოკო და ობი გამოყოფს სპორებს, რომლებიც ჩასუნთქვის შედეგად ხვდება ფილტვებში, იქ იწყებს გამრავლებას, რაც შემდეგ იწვევს ბავშვებში ბრონქიტს, ასთმას, ალერგიას და კიდევ ბევრ სხვა ცუდ დაავადებას. სამწუხაროდ, ამ პრობლემებს არ უკავშირებენ ხოლმე კედელზე გაჩენილ ობს და სოკოს, ბავშვები დაჰყავთ ექიმებთან, ასმევენ წამლებს, მაგრამ შედეგს ვერ იღებენ. ამ 9 წლის მანძილზე, ჩვენი რეკუპერატორის დახმარებით, ექიმის და წამლების გარეშე ბევრი ბავშვი გამოვაჯანმრთელეთ, ბევრს გადავაფიქრებინეთ სახლის გაყიდვა, რადგან ვერაფერს უხერხებდნენ ობს და სოკოს და ვერ აუდიოდნენ სარემონტო ხარჯებს. რეკუპერატორი კი დაყენებიდან რამდენიმე საათში აგვარებს პრობლემებს. აქვე აღვნიშნავ, რომ მომხმარებელს ვაძლევთ ისეთ გარანტიას, როგორიც არავის აქვს – თუ ჩვენი სისტემა დაყენებიდან და ჩართვიდან 2-3 დღეში ვერ მოაგვარებს პრობლემას, გადახდილი თანხის ათმაგ ოდენობას ვაბრუნებთ. ასეთი ფაქტი ჯერ არ მომხდარა და იმედი გვაქვს, არც მოხდება.
– კიდევ ერთ ნიუანსზე შევაჩეროთ ყურადღება, საცხოვრებელი და საოფისე ფართების დიდი ნაწილი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებითაა აღჭურვილი, რომლებიც ჰაერს საერთოდ არ ატარებენ.
– მოგეხსენებათ, ადრე ხის კარ-ფანჯრები მონტაჟდებოდა, რომლებშიც ყოველთვის რჩებოდა არხები, საიდანაც ჰაერი მოძრაობდა და რის გამოც ცივ ამინდში გარედან სიცივეს ვერ ვიჭერდით და ზაფხულში სიგრილეს ვერ ვინარჩუნებდით. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჰერმეტულად კი იკეტება, მაგრამ ხელს უწყობს ობის და სოკოს მომრავლებასაც. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რეგიონებში დგას. იქ ზაფხულშია ჰაერში მაღალი ტენიანობა, აორთქლება უფრო მეტია ზღვიდან და მცენარეებისგან. მიუხედავად მაღალი ტენიანობისა, ჰაერის მოძრაობის შედეგად შენობები გარედან არ ზიანდება, სამაგიეროდ, ობდება შიგნიდან. სწორედ აქ მინდა გავუსვა ხაზი ჩვენი სისტემის ეფექტურობას – რეკუპერატორი დაკეტილ ოთახში ქმნის ზუსტად ისეთ ეფექტს, როგორიც არის გარეთ, ამასთან, განიავება ხდება 24 საათის განმავლობაში. როდესაც მეტალო-პლასტმასით ჩახუთულ და ჩაკეტილ გარემოში გვაქვს ისეთი პირობები, როგორიც გარეთაა, ანუ სითბოს არ კარგავ ზამთარში და ზაფხულში – სიგრილეს, ეს უკვე კომფორტია, ანუ ქარი არ გიბერავს, ხმა არ გაწუხებს, მტვერი და მწერები არ შემოდის და ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად რეკუპერატორი თვეში მხოლოდ 1 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს.
– რა ზომისაა რეკუპერატორი და სად მონტაჟდება ის?
– ეს ჰაერის აღმდგენი აპარატი არის მილის ფორმის, 50 სმ სიგრძის და 15 სმ დიამეტრის. რეკუპერატორს აქვს 2 ძრავა, ერთს ოთახიდან ჰაერი გააქვს მუდმივად, მეორეს კი – შემოაქვს, თანაც ისე, რომ ჰაერის ეს ნაკადები ერთმანეთს არ ერევა. მოწყობილობის შუაში მოთავსებულია სპილენძისგან დამზადებული თბომცვლელი, რომელიც ინარჩუნებს ოთახში არსებულ ტემპერატურას. ასეთი სისტემის წყალობით ყველა პრობლემა გვარდება, უპირველესად, უჟანგბადობის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ღამე ძილის დროს – ზამთარში ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს, აივანზე გძინავს, ოღონდ თბილად. სხვათა შორის, რეკუპერატორის უპირატესობა სარემონტო მასალებთან მიმართებითაც ვლინდება – როდესაც ჰაერი ტენიანდება, ტენით ქიმიური შემადგენლობის მასალებიც იჟღინთება, კარგ ამინდში კი ტენი აორთქლებას იწყებს, ქიმიური ნივთიერებები ჰაერში გამოიყოფა და მათი ინტენსიურად შესუნთქვით ადამიანს ალერგია უვითარდება. რეკუპერატორი ჰაერში არსებულ ამ ქიმიურ ნივთიერებებსაც დევნის გარეთ. ამდენი დადებითი მახასიათებლიდან გამომდინარე ვხუმრობთ ხოლმე, რომ ეს მოწყობილობა აფთიაქებშიც უნდა იყიდებოდეს. რეკუპერატორის შემადგენლობაში არსებული სპილენძი ბუნებრივი ანტისეპტიკია, ის ჰაერში ანადგურებს ბაქტერიებს და ვირუსებს, რაც რეკუპერატორს პრიორიტეტულს ხდის სკოლებისა და ბაღებისთვის. მინდა შევეხო კონდიციონერსაც, რომლის გამოყენებაც განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში ხდება. კონდიციონერი აშრობს ჰაერს და ცვლის მის სტრუქტურას, რადგან ერთი და იგივე მასას დიდი ხნის განმავლობაში ატრიალებს. ამის გამო ბევრს თავი სტკივდება ან ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება აქვს. რეკუპერატორი კონდიციონერისგან გაფუჭებულ ჰაერს ანეიტრალებს ისე, რომ სიგრილე არ გააქვს გარეთ და სიცხე არ შემოაქვს შიგნით.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა ფართის მოცულობას რეკუპერატორის მონტაჟის დროს?
– დიახ. გვაქვს კედელში ჩასამონტაჟებელი ორი მოდელი – პატარა და დიდი ზომის რეკუპერატორები. პატარა მოდელი 25-20 კვ.მ-ს ყოფნის და ერთსაძინებლიანი ბინისთვის არის იდეალური, რადგან როდესაც გვაქვს გამწოვი შახტები აბაზანასა და სამზარეულოში, საძინებელში დაყენებული ერთი რეკუპერატორი მთელ ბინას ანიავებს. ფაქტობრივად, ამ მოწყობილობასთან ერთად, ჰაერის გასანიავებლად ბინაში სამი წერტილი იქმნება. რაც შეეხება დიდი ზომის რეკუპერატორს, დაახლოებით, 50-60 კვ.მ-ს ყოფნის. ის ბინაში საერთო ოთახში და საოფისე ფართებში მონტაჟდება.
– რამდენი ხნის განმავლობაში მოგვემსახურება რეკუპერატორი შეუფერხებლად?
– რეკუპერატორის ქარხნული გარანტია 2 წელია, რესურსი კი, მინიმუმ, 10 წელზეა გათვლილი. ჩვენ მიერ 9 წლის წინ დაყენებული რეკუპერატორები ახლაც გამართულად მუშაობენ. ამ მოწყობილობას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება მტვრისგან გაწმენდა, რასაც, ცხადია, უზრუნველვყოფთ. ეს რეკუპერატორები იწარმოება უკრაინული კომპანიის „პრანა პლატინუმის“ მიერ, რომელსაც 42 ქვეყანაში აქვს ფილიალები და სწორედ „ეკო ბინა“ გახლავთ „პრანა პლატინუმის“ ავტორიზებული დილერი საქართველოში.
– ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები და სად არის შესაძლებელი რეკუპერატორის შეძენა?
– პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ უფრო მეტი მომხმარებელი თბილისსა და აჭარაში გვყავს. ჩვენს რეკუპერატორებს, ძირითადად, ახალაშენებულ კორპუსებში ამონტაჟებენ. რეკუპერატორების შეძენა შესაძლებელია თბილისში, ნუცუბიძის ქ. #2-ში, სადაც გვაქვს შოურუმი, ასევე, მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს სოციალურ ქსელში, კონკრეტულად ფეისბუკზე. რეკუპერატორს დაგიმონტაჟებენ ჩვენი სპეციალისტები, რადგან მოწყობილობა სპეციფიკურ მონტაჟს საჭიროებს.