LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რელიგიური ადამიანები ყველაზე ბედნიერები არიან

advice

რელიგიური ადამიანები, რომლებიც რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობენ, ბევრად უფრო ბედნიერიები არიან, ვიდრე პასიური მორწმუნეები და ათეისტები. მართალია, ისინი თითქმის არ ეწევიან და არ იღებენ ალკოჰოლს, თუმცა ასევე იშვიათად არიან დაკავებულნი სპორტით და უფრი მეტად არიან მიდრეკილები სიმსუქნისკენ.

კვლევა Pew-ს ცენტრმა ჩაატრა, რომელმაც შედეგები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.

იმისთვის, რომ რელიგიასა და ჯანმრთელობას შორის კავშირი ეპოვნათ, სპეციალისტებმა ანალიზი ჩაატარეს. ამისთვის მათ 20 ათას ადამიანზე ჩაატარეს კვლევა და ისინი 26 სხვადასხვა ქვეყნიდან შეარჩიეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ბედნიერების განცდას, არა მხოლოდ თავად რწმენა, არამედ რელიგიურ ორგანიზაციებში გაწეული საქმიანობა ანიჭებდა. ყველაზე მეტად რელიგიურები საშუალო ასაკის, დაქორწინებული ქალები არიან. აქედან მხოლოდ 10 %-ს აქვს უმაღლესი განათლება. ყველაზე მეტი რელიგიური ადამიანი მექსიკაში  აღმოჩნდა, აქედან 61 % თავს ძალიან ბედნიერს უწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g