LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რემდესევირი პოლიტიკური წამალია, ისევე როგორც პლაქვენილი! – ზურაბ გურული

824
unnamed

“რემდესევირი პოლიტიკური წამალია, ისევე როგორც პლაქვენილი!”-ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

გურული ასევე ეხმაურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას, რის მიხედვითაც კორონავირუსის სამკურნალოდ რემდესევირი პრაქტიკულად უსარგებლოდ მიიჩნიეს.

ზურაბ გურული აღნიშნავს, რომ ქართულ ჯანდაცვას ამჟამად კლინიკებში სჭირდება ანტიბიოტიკები, ე.წ. “ჰაი-ფლოუ” ჟანგბადის აპარატები; გამოცდილი ექთნები პაციენტების კარგად მოსავლელად და იღბალი.

“პანდემიის დასაწყისიდან არაერთხელ მომიწია იმის აღნიშვნამ, რომ კლინიცისტები ყველაზე წინ იყვნენ კოვიდის მართვის პრინციპებში გარკვევისას და ეპიდემიოლოგებიც კი დაახლოებით 2 თვის დაგვიანებით მოსდევდნენ ჩვენს რეკომენდაციებს. კლინიცისტების შეხედულებების უგულებელყოფამ გამოიწვია კოვიდის მსხვერპლთა მაღალი პროცენტიც. ეს ბუნებრივიცაა, ნამდვილი კლინიცისტები ყველაზე ნაკლებად ემორჩილებიან პოლიტიკურ კონიუნქტურებს. კლინიცისტი არ ეკეკლუცება და არ ეთამაშება სიკვდილს; ის მას პატივს სცემს.
რემდესევირმაც მიაღწია თავის ლოგიკურ დასასრულს.
არ მუშაობს ეს ძვირადღირებული მედიკამენტი კლინიკაში. ამის თქმას და ახსნას ვცდილობდით უშედეგოდ უკვე რამდენიმე თვეა. კი ბატონო, შეიძლება რაღაც პლაცებოს ეფექტი ჰქონდეს; მაგრამ …
კლინიცისტზე უკეთ არავინ იცის რა მედიკამენტი მუშაობს რეალურ სიტუაციაში.
– რემდესევირი პოლიტიკური წამალია, ისევე როგორც პლაქვენილი!- ეს არის ფაქტი. და ამ ფაქტის გააზრებისათვის საჭირო იყო ორი რამ:
1. სამედიცინო სტატიებთან ერთად მსოფლიო პოლიტიკისათვის თვალყურის მიდევნება;
2. უშუალო კლინიკური გამოცდილება.
გუშინ, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ეს არის ძვირადღირებული პლაცებო, სამწუხაროდ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ კოვიდის სამკურნალოდ რემდესევირი პრაქტიკულად უსარგებლოა, რადგან ის არ ცვლის სიკვდილიანობის კოეფიციენტს.
არადა, ეს ეწერა სიტყვა-სიტყვით რემდესევირის შესახებ არსებულ კვლევაში. უბრალოდ, სწორად წაკითხვა და აღქმა სჭირდებოდა.
ასე რომ, ვენდოთ კლინიცისტებს და იმათ, ვისაც შეუძლია ჩახუჭუჭებული სამეცნიერო სტატიებიდან არსებითის ამოკითხვა.
ქართულ ჯანდაცვას ამჟამად კლინიკებში სჭირდება ანტიბიოტიკები, ე.წ. “ჰაი-ფლოუ” ჟანგბადის აპარატები; გამოცდილი ექთნები პაციენტების კარგად მოსავლელად და იღბალი.”-წერს ზურაბ გურული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g