LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რემდესივირი მეგობრებმა გამომიგზავნეს, რატომ არის ეს კრიტიკის საგანი”

701
tengizi 2

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კრიტიკას პასუხობს. თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მას “რემდესივირი” მეგობრებმა საზღვარგარეთიდან გამოუგზავნეს.

ჩემ თავზე მაქვს უფლება, თუ მე მწამს, თუნდაც ჯანმოს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო. წამოვიდა კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის ხელმისაწვდომი და არა სხვებისთვის. აქ მარტივი საკითხია – ეს არ იყო სახელმწიფო მარაგი.

16-ნოემბრიდან ჩემი მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა - როგორ ებრძოდა თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსს

ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

სახელმწიფო მარაგი ჯერ არ შემოსულა. ოფიციალურად ცნობილია, რომ ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ, გუშინწინ მოეწერა ხელი დადგენილებას და ეს შემოვა 2 კვირაში.

მე მეგობრებმა უცხოეთიდან გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს, თუკი პაციენტს, მითუმეტეს ექიმს სწამს ამ მედიკამენტის და უნდა გადაისხას? რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?” – თქვა ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები