ფრანგული ავტომწარმოებელი Renault 5 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და 2024 წლამდე გასტანს. საქმე ისაა, რომ ბრენდი თანამშრომელთა დათხოვნას არ აპირებს და სამუშაოების შემცირებას სხვადასხვა თანამდებობების გაუქმების ხარჯზე გეგმავს. შემცირებები კი მაშინ დაიწყება, როდესაც ამ თანამდებობებზე მყოფი ადამიანები უბრალოდ პენსიაზე გავლენ. მსგავსი მიდგომა კომპანიას 2 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.
Renault კორონავირუსის დაწყებამდეც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, თუმცა პანდემიის შემდეგ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ბუნებრივია, ქარხები დაიხურა და წარმოებაც შეწყდა. ბრენდის ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით 76,3%–ით შემცირდა.
ამასობაში კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ავტოწარმოების 8 მილიარდი ევროთი დახმარება გადაწყვიტა, ანუ სიტუაციის გაუმჯობესება ჯერ კიდევ შესაძლებელია.