LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault ეკოლოგიურ სკანდალში გაეხვა

23

ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია Renault შესაძლოა ახალი ეკოლოგიური სკანდალის მსხვერპლი გახდეს. საფრანგეთის მთავრობამ უკვე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Renault-ის მიერ წარმოებული ავტომობილები უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე ეს ავტომობილის მახასიათებლებშია აღწერილი.

იანვრის თვე ამ მხრივ თითქმის ყველა ავტომწარმოებელი კომპანიისთივის ცუდად დაიწყო. როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა მკაცრი კონტროლი დააწესოს ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებაში და ამაზე ზრუნვა, პირველ რიგში, სწორედ შიდაწარმოების ავტომობილებიდან დაიწყო. ამ თემასთან დაკავშირებით მოკვლევები საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა.

გამოკვლევის ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Renault-ის ბაზებზე ძიება უკვე ჩატარდა და ბაზაზე არსებულ ავტომობილებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Renaulc Cauptur-სა და Renault Escape-ს მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის დიდი მაჩვენებელი დაუფიქსირდათ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე რამდენიმე ხნის წინ გერმანული Volkswagen-იც დადგა და საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალიც იწვნია. რა ბედი ეწევათ ფრანგებს, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები