LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault კორონავირუსის გამო ავტომობილებს აღარ გამოუშვებს

73
renault-covid19newss

კომპანია Renault–მა წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და საფრანგეთის ტერიტორიაზე განთავსებულ 12 ქარხანას ხურავს. კონვეიერები უკვე გააჩერეს და 18 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვეს.

ავტომწაროებელმა გადაწყვეტილება თანამშრომელთა კორონავირუსისგან დასაცავად მიიღო. Renault–ის ესპანეთის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოები კი უკვე დიდი ხნის გაჩერებულია.

Reanult–ს მიბაძა Fiat Chrysler Automobile–მა, ხოლო Volkswagen–მა და Ford–მა ჯერ–ჯერობით მხოლოდ ესპანური ქარხნები გააჩერეს.

ავტომწარმოებლები კორონა ვირუსის გავრცელებას უფრთხიან, გარდა ამისა მუშაობას ფიზიკურადაც ვერ ახერხებენ, რადგან ნაწილების ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g