LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault უპილოტო სატვირთოს შექმნის

57

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault გადაწყვიტა, რომ საკურიერო მომსახურების სფერო სხვა საფეხურზე აიყვანოს და ამისთვის მომავლის ავტომობილს ქმნის. სიახლე დროის კაფსულის ფორმის იქნება და მასში ადგილი მგზავრისთვისაც იქნება გამოყოფილი. ეს ადგილი შესაძლოა კურიერმა დაიკავოს და მარშრუტების დაგეგმვასა თუ ფურგონის გადაადგილებას მიაქციოს ყურადღება.

Renault-ში ფიქრობენ, რომ ლოჯისტიკური პროცესების სრული ავტომატიზაცია სასურველი არ არის და სატრანსპორტო საქმიანობის ცენტრში კვლავ ადამიანი უნდა იყოს. უპილოტოების ჯგუფი შესაძლოა ცალ-ცალკე ან ჯგუფურად გადაადგილდებოდეს და პროექტის ავტორები ამ ფუნქციას ყველაზე მნიშვნელოვნად თვლიან. სატვირთო კომპანიას ერთი ცენტრი მართავს, თუმცა ყველა კაფსულას ინდივიდუალური დავალებების შესრულება შეეძლება. ამასთან, კონცეპტი კლიენტთა კომფორტის გაზრდასაც გულისხმობს და ტვირთისთვის თვალის დევნება სმარტფონების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები