LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენე ზელვეგერი ბრიჯიტ ჯონსის როლისთვის წონაში აღარ მოიმატებს

482

რენე ზელვეგერმა განაცხადა, რომ ცნობილის როლისთვის მსხვერპლის გაღებას აღარ აპირებს. 2001 წელს, „ბრიჯიტ ჯონსის დღიურებში“ შესრულებული მთავარი როლისთვის მსახიობმა 15 კგ მოიმატა, რომლის დასაკლებადაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა. 46 წლის ვარსკვლავი აცხადებს, რომ საკუთარ სხეულზე ექპერიმენტების ჩატარება აღარ სურს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ახალ „ბრიჯიტ ჯონსის დღიურებში“ აღარ ითამაშებს ჰიუ გრანტი, მას „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი, პატრიკ დემფსი შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები