ამერიკელ რეპერს, ერლ სიმონს, საზოგადოებისთვის კი კარგად ნაცნობ DMX-ს 44 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიზეზად გადასახადებისგან თავის არიდება სახელდება.
როგორც გაირკვა, მუსიკოსი საკუთარ შემოსავალზე ინფორმაციას მალავდა. იმ შემთხვევაში თუ ის 14-ვე პუნტქში დამნაშავე იქნება, რეპერს 44 წლით პატიმრობა ემუქრება.
როგორც ირკვევა, რეპერს სახელმწიფოს ვალი 1,7 მილიონი დოლარის ოდენობით აქვს. უკანასკნელი წლების მანძილზე რეპერს კანონთან პრობლემები არაერთხელ შეექმნა. მაგალითად, ალიმენტების გადაუხდელობის გამო ის 2 თვე ციხეში უკვე იჯდა. ის ასევე ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის იყო დაპატიმრებული.