რეპერი ედი სიმონსი, ჩვენთვის კი კარგად ნაცნობი DMX, გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, ციხეში ჩაჯდება. ასეთი განაჩენი ნიუ-იორკის სასამართლომ გამოიტანა. საუბარი 1,7 მილიონ დოლარის გადაუხდელობას შეეხება.
რეპერს თავისუფლებას 1 წლით აღუკვეთავენ, თუმცა პროკურორების მოთხოვნა 5 წელი იყო.
ბოლო წლებში, ეს DMX-ისა და კანონის პირველი პრობლემა არ არის. მაგალითად, 2 თვე ციხეში მან ალიმენტის გადაუხდელობის გამო გაატარა. ის ასევე დაკავებული იყო ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ბრალდებიათაც.