ამერიკულმა პოლიციამ რეპერი Nelly გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. როგორც დასავლური მედია იუწყება, ქალბატონი ამტკიცებს, რომ ის ვაშინგტონში, რეპერის ავტობუსში გააუპატიურეს, სადაც ვარსკვლავი კონცერტის გასამართად ჩავიდა. მისი თქმით, დამნაშავე სწორედ მუსიკოსია.
ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ Nelly თავდებით გაათავისუფლეს.
თავად ბრალდებულის მტკიცებით, ის სრულიად უდანაშაულოა და ქალბატონის ნაამბობს უსაფუძვლოს უწოდებს. რეპერი დარწმუნებულია, რომ საქმის ბოლომდე შესწავლის შემდეგ მას საბოლოოდ გაამართლებენ.
