„ევოლუცია რომ გინდა, შენმა ტვინმა ამას ვერ მიაღწია, მაიმუნი არა, შენ იყავი მისი წინაპარი, შენი სამი ვერსი ფარსია, შენ იყავი ისევე გამოუყენებელი, როგორიც ყაზაიშვილის პასია“, ასე რეპავს ქართველი გოგონა რეპერების შეჯიბრებაზე. ეს ვიდეო, რომელიც „ფეისბუქზე“ გავრცელდა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ვაკო ყაზაიშვილმა, რომელზეც არის საუბარი ვიდეოში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და მოწონების ნიშნად დააწერა: „პატარა ჩემგან
ეს რეპერი გოგონა ნათია მეგრელიძეა, რომელმაც ვაკოს დაუწერა, რომ არ ელოდა მისგან ასეთ გამოხმაურებას და სინამდვილეში ეს ხუმრობა იყო, ყაზაიშვილი კი მისი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი ფეხბურთელია.
ნათია მეგრელიძემ, რომლის სასცენო სახელია N ice ახლახან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ახალი კლიპი განათავსა და დაწერა:
ვისაც გაინტერესებთ, წაიკითხეთ.
„ზუსტად ერთი წელი ვმუშაობდი ამ კლიპზე. 3-ჯერ სხვადასხვა ვერსია ჩავწერე სტუდიაში, ბევრი ვივარჯიშე, ვიშრომე, რაღაცები შევცვალე, რაღაცები დავხვეწე. ჰოდა მხოლოდ იმის გამო, რომ იდეოლოგიურად არ მეთანხმებით რამეში, არ უნდა გაატანოთ შრომა წყალს. ყველას თავისი აზრი, დამოკიდებულება, ინტერესები აქვს. როგორც ემსი, საჭიროდ ვთვლი, ვისაუბრო იმაზე, რაც ჩემი აზრით, პრობლემატურია და არა – მოდის ან რამე ტენდენციის ან ვიღაცის ბრმად აყოლილი აზროვნების გამო. არ ვარ რადიკალი და სწორედ რადიკალიზმს ვებრძვი ნებისმიერ იდეოლოგიაში. ჰაერზე არაფერი დამიწერია, არც პირდაპირი მნიშვნელობით არის გასაგები, დევს გასაღები და ვისაც უნდა, გააღებს. ჰიპ ჰოპი ამიტომ მიყვარს, თავისუფალია თემატიკაც, ფორმატიც, ჰოდა სჯობს ემსის არჩევანი დავაფასოთ. ეს ტრეკი სიყალბით ან სიბრმავით შექმნილი არაა, ნუ დამაბრალებთ იმას, რაც არ გესმით. რაც მთავარია, მე არ ვარ აგრესიული და არავის მივუთითებ თავის ცხოვრებაზე, უბრალოდ მეც მაქვს უფლება, გამაჩნდეს საკუთარი აზრი თუ პროტესტი. თუკი ადამიანს არ ვეთანხმები, განსხვავებული აზრის გამო არ ვიძულებ. მითუმეტეს, ლიბერალიზმი არ ქადაგებს განსხვავებული აზრის გამო ჩაქოლვასა და მტრობას. ჰო და კიდევ ერთი, ლიბერალიზმი ბრჭყალებში! კლიპშიც კარგად ჩანს ჟესტი. ვინაიდან დღევანდელი ლიბერალიზმი სრულიად არ ჰგავს კლასიკურ ლიბერალიზმს და ფსევდო, ცრუ სახე აქვს მიღებული, ვაკრიტიკებ მხოლოდ იმ რადიკალიზმს, რომელიც ხშირ შემთხვევაში დღეს გამოიხატება, როგორც მარაზმი. მადლობა ყურადღებისთვის“.