ქართველი რეპერი ლექსო ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
როგორც რეპერი აცხადებს, მას გზის გადაკეტვის საქმეზე იბარებენ.
„აბა მეგობრებო, ადვოკატი ვინ მყავს აქაურობაში? მოსამართლე ნინო ენუქიძე მიბარებს სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო“ – დაწერა ქავთარაძემ, ცოტა მოგვიანებით კი სოციალურ ქსელშივე განმარტა:
„მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის თეონა კილაძე სამართლიანი არჩევნებიდან აიღებს ჩემ საქმეს, ყველას მადლობა ასეთი სწრაფი გამოხმაურებისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად“.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ გამოკითხვაზე, გზის გადაკეტვის გამო, დაიბარეს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „გზის გადაკეტვაზე სასამართლოში დამიბარეს“