სოციალურ ქსელში ერეკლე დეისაძე ავრცელებს ინფორმაციას მუსიკოს აკაკი ბაბუნაშვილის, იმავე შავი პრინცის გარდაცვალების შესახებ – “ჩემი ბავშვობა დამთავრდა”, წერს ერეკლე “ფეისბუქზე”.
როგორც კომენტარებში აღნიშნავენ, აკაკის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა…
ჰიპ-ჰოპის ჟანრში შავი პრინცის სახელით აკაკი ბაბუნაშვილი 2003 წლიდან მუშაობდა და პოპულარული სიმღერები შექმნა.
“ფეისბუქზე” რეპერს მეგობრები ემშვიდობებიან და მის სიმღერებს იხსენებენ…