რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, როგორც წესი, ერთი ვიზიტით არ სრულდება. პროცესი იწყება ექიმთან კონსულტაციით, შემდეგ კი, საჭიროების მიხედვით, მოიცავს კვლევებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობის გეგმის შედგენას და შესაბამისი მეთოდის შერჩევას.
ორსულობის დაგეგმვისას პირველი ეტაპი ორივე პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაა. ქალისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გინეკოლოგიური და ულტრაბგერითი კვლევა, ჰორმონული პროფილის განსაზღვრა და სხვა ლაბორატორიული ანალიზები. მამაკაცის შემთხვევაში ხშირად ტარდება სპერმოგრამა და დამატებითი კვლევები. მიღებული შედეგები ექიმს ეხმარება დაადგინოს, რა შეიძლება უშლიდეს ხელს ბუნებრივ ჩასახვას და რომელი მკურნალობის მეთოდი იქნება მიზანშეწონილი.
თუ ექიმი დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას რეკომენდაციას გაუწევს, პაციენტებს ხშირად აინტერესებთ – რა ღირს განაყოფიერების სერვისი თბილისში? ღირებულება დამოკიდებულია კონკრეტულ მეთოდზე და მკურნალობის გეგმაზე. ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში პროცესი შეიძლება მოიცავდეს საკვერცხეების სტიმულაციას, ფოლიკულების მონიტორინგს, კვერცხუჯრედების მიღებას, ლაბორატორიულ განაყოფიერებას, ემბრიონის განვითარებაზე დაკვირვებას და შემდგომ მის საშვილოსნოში გადატანას.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა ზოგჯერ სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოიცავს. ლიბიდოს ცვლილება, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, ურთიერთობაში არსებული სირთულეები ან ორსულობის დაგეგმვასთან დაკავშირებული ემოციური დაძაბულობა სპეციალისტთან კონსულტაციის მიზეზი შეიძლება გახდეს.
რეპროდუქციული ცენტრი „კლინიკა უნივერსი“ პაციენტებს სთავაზობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებას, დიაგნოსტიკიდან მკურნალობის დაგეგმვამდე.
პროცესის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ეტაპის წინასწარ გააზრება, საჭირო კვლევების ცოდნა და ექიმთან მუდმივი კომუნიკაცია. საჭირო კვლევების მოლეკულურ დონეზე ცოდნასა და ექიმთან მუდმივ კომუნიკაციას მივყავართ მათემატიკური სიზუსტით წარმატებამდე. ასეთ დროს პაციენტისთვის გაცილებით გასაგები ხდება როგორც სამედიცინო პროცესი, ისე მოსალოდნელი დრო და ხარჯები.
(R)
