LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სიმსივნით დაავადებული პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

123
Capture

“მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმე იყო და რომელსაც ონკოჰემატოლოგირი დაავადება აქვს, “კოვიდ 19”-ისგან გამოჯანმრთელდა. თეა თავართქილაძემ აღნიშნა, რომ ვირუსის ტესტირებაზე მისი პასუხი უარყოფითი იყო.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 7 ახალი პაციენტი გვყავს: მაკა სოლოღაშვილი

თეა თავართქილაძემ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მთლიანობაში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელთაგან სამი კლინიკას დღეს დატოვებს. რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს 2 ახალი პაციენტი დაემატა.

“ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება ჰქონდა. თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი. ამ ეტაპზე ყველა პაციენტი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. დღეს 14 პაციენტის პასუხს ველოდებით. ასევე ტესტირებაზე იგზავნება თანამშრომლების ანალიზები, ჯერჯერობით ყველა არის უარყოფითი”, – განაცხადა თავართქილაძემ.

 

შეგახსნებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 551-მდე გაიზარდა.

“5 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება, 11 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მარინა ეზუგბაია

magti 5g