LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ

146
Untitled design (1)

„ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ თანამშრომლებს – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს და კერძო კომპანიის ყოფილ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

გამოძიება მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავებოდა.

პროკურატურამ „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლებისა და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, ხოლო თენგიზ არჩვაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა ზურაბ ამაშუკელის, ალექსანდრე ბელოუსოვისა და აკაკი ნოზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაოს, თენგიზ არჩვაძეს მიმართ კი 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.

თავის მხრივ, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. კერძოდ, აკაკი ნოზაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მინიმალურის, 2 000 ლარის გირაოს გამოყენებას, ზურაბ ამაშუკელის ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 2000 ლარს სთავაზობდა, ალექსანდრე ბელოუსოვის უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 3 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას ადვოკატი არ ჰყავდა და ის მისამართლეს 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა, რათა აღნიშნულის გადახდა შეძლებოდა.

„მაქსიმალურად ვცდილობ გამოძიებას მივეხმარო, მიმალვის საფრთხე არ არსებობს, გამოძიების ეტაპზე 3-ჯერ დავტოვე საზღვარი და უკან დავბრუნდი“, – თქვა არჩვაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს ბრალი წარდგენილი აქვთ სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, თენგიზ არჩვაძეს კი სასამართლო თაღლითობას, თაღლითობის მცდელობას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები