LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორანი ”ტერასა” სტუმრებს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს

536

რესტორანი ”ტერასა” მისულ სტუმრებს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას რესტორნის მენეჯერმა ისაუბრა, ტერასა არის ადგილი, სადაც მისული სტუმრები დაუვიწყარ დროს გაატარებენ.

მენეჯერის თქმით, რაც ყველაზე მთავარია, რესტორნის ტერიტორია რეკრეაციული ზონაა, სადაც დასვენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ამას გარდა, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა რესტორნის გარეთა ხედით დატკბნენ და პარალელურად ისიამოვნონ უგემრიელესი კერძებით.

რაც შეეხება მენიუს, რესტორანი სტუმრებს ევროპული სამზარეულოთი უმასპინძლდება, გაქვთ შესაძლებლობა დააგემოვნოთ სალათები, წვნიანი და რაც მთავარია, დესერტი: ხილის კექსი, ხილის სორბე და ასე შემდეგ.

მენეჯერმა ასევე ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კერძების ფასი ყველა ფინანსური შესაძლებლობის ადამიანზეა გათვლილი, სწორედ ამიტომ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი კერძი 7 ლარიდან შეუკვეთონ.

რაც შეეხება სასმელებს, არჩევანი აქაც მრავალფეროვანია, ”ტერასა” სტუმრებს სთავაზობს, როგორც გამაგრილებელ სასმელებს ასევე ვისკს, რომის, ქართულ ღვინოს.

რესტორანი ”ტერასა” წერეთლის N118 მდებარეობს და დილის 11:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე სტუმრებს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები