LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორანი “ტიფლის ვერანდა” ვალენტინობის დღის აღსანიშნავად ემზადება

1175

14 თებერვალს 20:00 საათიდან, რესტორანიტიფლის ვერანდა”  მსურველებს ვალენტინობის დღის აღსანიშნავად ეპატიჟება. როგორც  ”ფორტუნა პლუსს” რესტორნის მარკეტიგის ხელმძღვანელმა, ქეთი ბახტურიძემ განუცხადა ტიფლის ვერანდა არის ადგილი, რომელიც ერთად, რესტორანს, ლაუნჯსა და სასტუმროს აერთიანებს.

მისივე განმარტებით „ტიფლის ვერანდა“ მაღალი კლასის ევროპული რესტორანია, რომელიც მომხმარებელს  უგემრიელესი კერძებისა და სასმელების მრავალფეროვან არჩევანს, ქართულევროპული სამზარეულოსა და  მეგობრული გარემოსთან  ერთად, ცოცხალ მუსიკასაც სთავაზობს, ყოველ დღე, საღამოს 20:00 საათიდან.

”რესტორანი „ტიფლის ვერანდა“ საუკეთესო ადგილია როგორც საქმიანი შეხვედრებისათვის, ასევე დატვირთული დღის შემდეგ სასიამოვნო განტვირთვისათვის. ჩვენთან დღის განმავლობაში მოქმედებს სხვადასხვა შეთავაზებები, როგორიცაა „ბიზნეს ლანჩი“,  „ინგლისური ჩაის საათი“ და სხვა. რაც შეეხება ფასებს, რესტორანში ფასები საშუალო და მაღალია, რადგან ის ძირითადად ბიზნესმენებზეა გათვლილი”, – განცხადა ბახტურიძემ.

რესტორნის მარკეტიგის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რესტორანი თავის მომხმარებელს  სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს და განსხვავებულ ღონისძიებებს სთავაზობს.

რესტორანი  „ტიფლის ვერანდა“ თბილისის ისტორიულ ცენტრში, სასტუმრო „ტიფლის პალასის“ ბოლო სართულზე მდებარეობს და ყოველ დღე 11:00-დან 02:00 სათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები