ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლს, სარა ნეთანიაჰუს საზოგადოებრივი ფონდებიდან თანხის არამიზნობრივი ხარჯვისთვის ბრალი წაუყენეს. გამოცემა Haaretz-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სარა ნეთანიაჰუმ 2010-2013 წლებში პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისთვის, ძვირადღირებული რესტორნებიდან შეკვეთილ საკვებზე სახელმწიფო თანხებიდან დაახლოებით 100 ათასი დოლარი გადაიხადა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ვინაიდან პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის თანამშრომლების შტატში გაფორმებული ჰყავდათ მზარეული, კანონი ასეთ შემთხვევბში გარე დაწესებულებებიდან საკვების შეძენას კრძალავს.
.