„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა“, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ტრამპმა საიდუმლო მასალებზე წვდომა შეუჩერა ბაიდენის ადმინისტრაციის გენერალური პროკურორის მოადგილეს, ლიზა მონაკოს.
ტრამპმა იგივე გადაწყვეტილება მიიღო ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორთან, ლეტიცია ჯეიმსსა და მანჰეტენის საოლქო პროკურორის, ალვინ ბრეგთან დაკავშირებითაც, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებებს ხელმძღვანელობდნენ.
CNN: „აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა“
გენერალურმა პროკურორმა აშშ-ში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი დახურა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა და მისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ბრიფინგები შეწყვიტა.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული პრეცედენტი 2021 წელს შექმნა, როდესაც მას ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერა.
„ის შეკეთებას არ ექვემდებარება, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას ეთანხმება“ – ილონ მასკი