LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Reuters: „რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნები წარუდგინა“

365
ვლადიმერ პუტინი

Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ „რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა“.

გამოცემის ცნობით, გაურკვეველია კონკრეტულად რა შეიტანა მოსკოვმა აღნიშნულ სიაში ან მზად არის თუ არა ჩაერთოს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე.

ამავე ინფორმაციით, კრემლმა ვრცელი პირობები წარადგინა, რომელიც უკრაინის, აშშ-სა და ნატო-ს მიმართ მოსკოვის მიერ ადრე წარდგენილი მოთხოვნების მსგავსია.

Reuters-ი წერს, რომ ადრინდელი პირობები მოიცავდა მოთხოვნას, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს.

დონალდ ტრამპი – „გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, სცადეს მთლიანად ყველაფრის მიღება ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი“

„შემიძლია ფინანსურად რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, ვინაიდან, მშვიდობის მიღწევა მსურს. მშვიდობის დანახვა მსურს“

ასევე, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეტენზიის – რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის კუთვნილებაა – საერთაშორისო აღიარებას.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ელოდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, დათანხმდება თუ არა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g