LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Reuters: ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ახალი შეტაკებები დაფიქსირდა – არის მსხვერპლი

81
305532833_753776772365246_1889552180981079046_n

„როიტერსის“ ინფორმაციით, ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ახალი შეტაკებები დაფიქსირდა – ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საზღვრის შესახებ დავას ორივე მხარე ადასტურებს.

გამოცემის ცნობით, შეტაკება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირგიზმა მესაზღვრეებმა ტაჯიკები საზღვრის იმ ნაწილში პოზიციების დაკავებაში დაადანაშაულეს, რომელიც შემოსაზღვრული არ არის.

ტაჯიკური მხარის განცხადებით, ყირგიზმა მესაზღვრეებმა მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან და ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

„როიტერსი“ რუსულ „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა და ორი კი დაშავდა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე დაუდასტურებელია.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთიც და ტაჯიკეთიც რუსეთის მოკავშირეები არიან – ორივე ქვეყანაში დგას რუსეთის სამხედრო ბაზა.

საზღვრის საკითხებზე ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება ხშირია. გასულ წელს ვითარება უკიდურესად გამწვავდა და თითქმის ომში გადაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები