LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი: „დაიკელით წონაში, ფეხით იარეთ სწრაფად… და აიცერით!“

2244
revazbochorishvili2010

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი კვლევის შედეგს, სადაც აღნიშნულია, თუ რა კავშირია კოვიდის მძიმე ფორმასა და ფეხით ნელა სიარულს შორის.

„იმათ ვინც ფეხით ნელა დადის, 2,5 ჯერ მეტი რისკი აქვთ კოვიდის მძიმე ფორმით გადატანის და 3, 75 ჯერ მეტი კოვიდით  გარდაცვალების…

ასეთია სერიოზული ბრიტანული კვლევის შედეგები, რომელიც სპეციფიკურად დაინტერესდა ფეხით მოსიარულეებით და ამ მიზნით 412 596 ფეხით მოსიარულე ადამიანი შეისწავლა.

ჭარბი წონა, ასევე ფეხით სიარულის სიჩქარე კორელირებს კოვიდის სიმძიმესა და სიკვდილიანობასთან. ჭარბი წონის ნეგატიურ გავლენაზე ადრეც იყო ცნობილი, ფეხით სიარულის რიტმის მნიშვნელობა ახალი ინფორმაციაა… ეს 2 ფაქტორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ავლენს ეფექტს.

ახსნა მარტივია. ნაკლებწონიან და სწრაფად მოსიარულეებს  გულსისხლძარღვთა სისტემა უფრო ჯანმრთელი  აქვთ და ინფექციას უფრო ადვილად გადაიტანენ… ფეხით სწრაფი სიარული თავის მხრივ ორგანიზმს აჯანსაღებს…

მოკლედ, დაიკელით წონაში, ფეხით იარეთ სწრაფად… და აიცერით! განსაკუთრებით ე.წ. ბრიტანული მუტირებული ვირუსი სრულიად ჯანმრთელებს და ახალგაზრდებს ერჩის მეტწილად…“

იხილეთ კვლევა:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g