ყოველდღე, 5 წლის უკრაინელი გოგონა, რომელიც პოსტომიტიდან, ლვოვის ოლქიდან არის, დედას და ბებიას ეხმარება პატარა ნამცხვრების გამოცხობასა და მათ გაყიდვაში, რომ აღებული ფულით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარონ. ფოტოამბავი In Ukraine ავრცელებს.
ამ ამბის შესახებ წერს საფრანგეთში მომუშავე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი:
„გუშინ ასეთი ბავშვი ვნახე ყაზბეგის გამზირზე, თავის გაკეთებულ სამაჯურებს ყიდდა, უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად. მომერიდა, ფოტო არ გადავიღე. ერთი სამაჯური შევიძინე და ცოტა მეტიც დავუტოვე…ზუსტად ასე გაებადრა სახე…
ადრე მინახავს ნეტში მსგავსი ისტორიები… უშუალოდ რომ შეეხები, წარმოუდგენლად ძლიერი განცდაა. და ამათ უწოდებენ ბორენკა დარაგოის ხელის ბიჭები ტურისტებს და დედა ენის ბარზე ბინძური შეტევის ჩამდენ ორკ „ტურისტებთან” ათანაბრებენ…
მჯერა, ეს ბავშვები იცხოვრებენ და გაიზრდებიან თავისუფალ, ევროპულ უკრაინაში, ლაღ, გახსნილ, პატრიოტ და პასუხისმგებელ მოქალაქეებად იქცევიან… პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმი დღეს უკვე ბევრზე უფრო მეტი გააჩნიათ“.