„მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო, იმედია, ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება“, – ამის შესახებ ახლად დანიშნულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
სოხაძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა:
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს. მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლის, მთელი ქვეყანა ხედავდა, რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით.
ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას რევაზ სოხაძე შეცვლის
ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მადლობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება, მათთან ერთად ბევრი პროექტი განმეხორციელებინა ამ ქალაქში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერს, მთელ გუნდს ამ ნდობისთვის. იმედია, ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება“. – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე რევაზ სოხაძემ ირაკლი ქარსელაძე შეცვალა.