LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Revuelto – ახალი სუპერქარი Lamborghini-სგან

23
lamborghini

კომპანიამ Lamborghini ოფიციალურად წარმოადგინა სუპერქარ Aventador-ის ჰიბრიდული მემკვიდრე – Revuelto. სუპერქარს სახელი იტალიელი მებრძოლი ხარის საპატივსაცემოდ დაარქვეს. მანქანას მართავს V12 ძრავა და სამი ელექტროძრავა, რომლებიც ჯამში 1015 ცხენის ძალას ავითარებს. ახალი ფლაგმანის “ასამდე” აჩქარებას 2,5 წამი სჭირდება, 200-მდე კი 7 წამი. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრია.

Lamborghini Revuelto, რომელმაც ნაწილობრივ მიიღო დიზაინი Terzo Millennio-სა და Sian-ის კონცეპტებისგან, ბრენდის პირველი plug-in ჰიბრიდია. მანქანამ მიიღო მოდერნიზებული “ასპირირებული” V12 6.5 Aventador-ისგან, ასევე სამი ელექტროძრავა, რომელიც ჯამში 1015 ცხენის ძალას აძლევდა. გადაცემათა კოლოფი არის  რვასიჩქარიანი „რობოტი“ ორი სველიმოჭიდებით. ამძრავი სრულია, რომელშიც წინა ბორბლებს ელექტროძრავები ატრიალებენ.

მას ასევე აქვს მართვის 13 რეჟიმი, დაწყებული სუსტი Citta-დან, რომელიც ზღუდავს სიმძლავრეს 180 ცხენის ძალამდე, ეშმაკისებრ Corsa-მდე, რომელიც ავლენს ჰიბრიდული ძრავის სრულ პოტენციალს.

სალონს აქვს სამი დისპლეი: 12.3 დიუმიანი ინსტრუმენტების კლასტერი, 8.4 დიუმიანი ცენტრალური ეკრანი და კიდევ 9.1 დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც პირდაპირ მგზავრის წინ არის დამონტაჟებული. შეფუთვისთვის გამოიყენება Corsa-Tex ტექსტილი და Dinamica მიკროფიბერი. Revuelto-ზე პირველად დამონტაჟდა მძღოლის დახმარების სისტემების ნაკრები. მათ შორისაა ზოლის დაკვირვების ასისტენტი, ბრმა წერტილების მონიტორინგი, ადაპტირებული კრუიზი და ჯვარედინი მოძრაობის  კონტროლი უკუმოძრაობისას.

Revuelto-ს საფუძველს წარმოადგენს მონოკოკური კორპუსი წინა ქვეჩარჩოებით, რომელიც დამზადებულია “ფრაგმენტირებული” ნახშირბადის ბოჭკოებისგან. გარე პანელები კომპოზიტურია, გარდა კარებისა (ალუმინი) და ბამპერებისა (თერმოპლასტიკური). სუპერ ჰიბრიდს სტანდარტულად მოყვება ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭები.

სუპერ ჰიბრიდი გაყიდვაში წლის მეორე ნახევარში გამოვა და დაახლოებით 400 000 ევრო ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები