LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი დაქორწინდა: „ხელის თხოვნის ორგანიზებაში თეონა დამეხმარა…“

24343
vato-arveladze

ვიკა კალანდიას რუბრიკაში „იმედზე“ ფეხბურთელი ვატო არველაძის ინტერვიუ გავიდა. ის რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟია და წარმატებული საფეხბურთო კარიერა აქვს, რაც რასაკვირველია, მისი ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, გასაკვირი ნამდვილად არ არის.

ფოტო/ვიდეო: რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი ქორწინდება

ვატომ თავის საყვარელ გოგონაზეც ისაუბრა, რომელსაც ხელი ორიგინალურად სთხოვა:

„ჯერ მაკუნას ფოტოები მომეწონა. მერე კლუბში შევხვდით, სადაც გამოველაპარაკე და მან დიდად არ მომაქცია ყურადღება. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ცოტა გავიზარდე, „ინსტაგრამზე“ ვსაუბრობდით… ხუთი წელი ვიყავი შეყვარებულები. არავინ იცოდა, არავინ მყავდა გაფრთხილებული, მაკუნას ცოლად მოყვანა მინდოდა, თეონას დავურეკე და შევუთანხმდი. თეონას ხელის თხოვნის იდეა მოეწონა, მომეხმარა ორგანიზებაში და ძალიან მაგარი დღე გამოვიდა. დღეს მოვაწერეთ ოფიციალურად ხელი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g